“2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები არ არის გარანტირებული”

რიგის სამიტის დეკლარაციაში საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებზე. სამიტის მონაწილეები აღნიშნავენ რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობას.
“2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახსენებით, სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მიმართ, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრული განხორციელების შედეგად. მონაწილეები ხაზს უსვამენ ეუთო-ს, როგორც რეგიონში კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართული ორგანიზაციის განსაკუთრებულ როლს”, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
სამიტის საბოლოო დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები არ არის გარანტირებული 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე.
თუმცა, დეკლარაციაში არ არის დაკონკრეტებული რუსეთის მიერ “სამხრეთ ოსეთთან” და აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულებების გაფორმება, რის ჩამატებასაც ქართული მხარე ითხოვდა.

 

 

banner
წინა სტატიაშისაკაშვილი ლატვიის პროკურატურამ დაკავების ნაცვლად დაასაჩუქრა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში თვითმკვლელმა ტეროსრისტმა მეჩეთი ააფეთქა