2014 წელთან შედარებით 2015 წელს დანაშაულმა 5 პროცენტით იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექტემბრის თვის და იანვარ-სექტემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3 402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1529 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.94%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.24

2015 წლის სექტემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით კი, რეგისტრირებულ იქნა 2175 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1340 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 61.61%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -10.35%.

2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 26452 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 15245 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 57.63%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.48%.

2015 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, რეგისტრირებულ იქნა 18704 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 12582 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.27%. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.47%.

ცნობისთვის, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი მოინახულეს
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები არიან შეკრებილები