“2014 წლიდან დღემდე 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით”

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 20:23 განახლებულია

“2014 წლიდან დღემდე 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით”

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2014 წლიდან დღემდე მთავრობამ სამუშაო ადგილები საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში შექმნა

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2014 წლიდან დღემდე მთავრობამ სამუშაო ადგილები საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში შექმნა

პრემიერის თქმით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი შექიმნა საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური თავისუფლება წარმოადგენს განვითარების გეგმის ქვაკუთხედს, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიწოდება.

„ზრდის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის წარმოება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება – მიმზიდველი. საქართველოში ბიზნესის წარმოება მარტივია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას კონკურენტულ გარემოში, რომელშიც კერძო საკურების უფლების დაცვა გარანტირებულია. მსოფლიო ბანკის რეიტინგების თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს, საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 87 პროცენტით გაიზარდა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილი.

„მსოფლიოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი – უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა რომ თბილისმა ზაფხულში ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა – ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას 2015 წლის სუპერთასის გათამაშებას.

„სპორტული ღონისძიებები იძლევა თანამშრომლობის გზით კონფლიქტების დაძლევის აღნიშვნის უნიკალურ შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news ოქტომბერი 1, 2015 20:23 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics