“2013 წელს მეუფე პეტრეს და სხვა მეუფეებს ეიმედებოდათ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა”

” პატრიარქის სიტყვას აქვს ზეგავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ მეუფე პეტრესაც და სხვა მეუფეებსაც, რომლებსაც 2013 წელს ზუსტად იგივე პოზიცია ჰქონდათ, რაც გუშინ გაახმოვანა მეუფე პეტრემ და ძალიან ეიმედებოდათ ჩემი ხელისუფლებაში მოსვლა. კარგი იქნებოდა, რომ მაშინ გახმოვანებულიყო ეს პოზიცია საპატრიარქოს და მეუფეების მხრიდან იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურ პროცესებზე პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენდა ”-ამის შესახებ
ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ,ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ 10 ნოემბერს მთავარის ეთერში გასულ ინტერვიუში თქვა, რომ ის ბურჯანაძეს უფრო მეტ ნდობას უცხადებდა, ვიდრე ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაპარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს