6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

“2013 წელს და ავარიის შედეგად დაკარგა და 10 წლის შემდეგ, თვითონაც ავარიაში დაიღუპა” – გიორგი შომახიას ტრაგიკული ისტორია

სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 29 წლის გიორგი შომახიას ტრაგიკული ისტორიის შესახებ “თაიმერს” ოჯახის ახლობელი უყვება:

“2013 წელს ფოთიდან ბრუნდებოდნენ, როცა გიორგის დამ მამამთილს საჭესთან დაჯდომა სთხოვა. სოფელ ჭალდიდის გზაზე, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 26 წლის მაკა შომახია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანაში მსხდომები (მეუღლე, მამამთილი და მეგობარი) მძიმედ დაშავდნენ. ათი წლის შემდეგ კი, ტრაგედია განმეორდა შომახიების ოჯახში და 29 წლის ანგელოზივით ბიჭი დაიღუპა. შომახიების დედამ მეორე შვილი ასე ტრაგიკულად დაკარგა”, – უყვება “თაიმერს” ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 29 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომანქანას თავად, გიორგი შომახია მართავდა.

მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშისოლიდარისთვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება
შემდეგი სტატია“გოგონა მეშვიდე სართულზე თავისი დანგრეული ბინის ნანგრევებზე იჯდა. მან გადარჩენა აბაზანაში მიმალვით მოახერხა” – დნიპროში რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს