2012 წლის გამო LGBT -მ 32000 ევრო მიიღო… რა იქნება 2015 წელს?

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 13, 2015 00:30

2012 წლის გამო LGBT -მ  32000 ევრო მიიღო… რა იქნება 2015 წელს?

მნიშვნელოვანი

  • ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფოს 32 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

სხვა სტატიები

10614388_510898982346653_8531721644485089434_nადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 17 მაისის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სახელმწიფოს 32 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საქმეში, რომლის საბოლოო განაჩენიც ევროსასამართლოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა, მოსარჩელე მხარე არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო იყო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაზარალებულად 14 პირი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცნო. თითოეულ მათგანს სახელმწიფომ 1500-დან 4000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. განაჩენის თანახმად, 14 პირს საერთო ჯამში, სახელმწიფომ 32 000 ევრო უნდა აუნაზღაუროს, ხოლო ორგანიზაცია „იდენტობის“ სასარგებლოდ, 1 500 ევრო უნდა გადაიხადოს. ანაზღაურება დაზარალებულებს განაჩენის გამოტანის დღიდან სამი თვის ვადაში, ევროპის ცენტრალური ბანკის საშუალებით უნდა გადაეცეთ

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ,,თაიმერმა,, კომენტარი თხოვა 2012 წლის აქციის ერთერთ ორგანიზატორს ბექა ცხადაძეს…
ბექა! შენ როგორც ერთერთი ორგანიზატორი 2012 წლის იმ აქციისა… როგორ აფასებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას?

ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე არის სამართლიანი, თუმცა ჩემთვის სრულიად მიუღებელი. მსგავსი პრეცედენტები ხელს უწყობს ანტიევროპული განწყობის ამაღლებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირი დღეს ძალიან შორს დგას ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებებისაგან. ისტორიულად ევროპული ღირებულებები ზნეობას ემყარებოდა. მიდგომებს, რომელსაც დღეს ევროკავშირი გვთავაზობს, არანაირი საერთო არ აქვს ევროპასთან და ჩვენი წინაპრების არჩევანთან.

ევროპის ზნეობა იქით იყოს, მაგრამ ფული… ფული ხომ ქართველი ხალხის ბიუჯეტიდან უნდა გადაუხადონ შენს მიერ ,,უზნეოდ,, გამოცხადებულ ხალხს? ამაზე თუ გრძნობ პასუხისმგებლობას?

სამწუხაროდ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა საქართველოსთვის სანქციების დაკისრებას გამოიწვევს…

მომავალში რას აპირებთ? 17 მაისს აქცია ან კონტაქცია ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით… ამ დღეებში გადაწყდება ალბათ… გამომდინარე ,,იდენტობის,, მიერ გაკეთებული განაცხადებიდან, რომ ისინი წლეულს არ აპირებენ აქციის სახე მისცენ 17 მაისის ღონისძიებას, ჩვენც შეიძლება ,,LGBT,, პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის პრეზენტაციით შემოვიფარგლოთ.

ესაუბრა კახაბერ ადამია

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 13, 2015 00:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics