2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მეუბნებოდნენ დამეთმო რუსთავი

Natia Digmelashvili 3 სთ · ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე: 1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს). 2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული

ყარამანაშვილები: არ ვაპირებთ პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას“მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის, კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ”- ეს განცხადება პოსტსკრიპტუმთან საუბრის დროს რუსთავი 2-ის 91%-იანი წილის თანამფლობელმა გია ყარამანიშვილმა გააკეთა. ის ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მას სხვადასხვა ფორმით უთხრეს დაეთმო რუსთავი 2.

“მრავალჯერ მიმიღია სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კონფიგურაციის შემოთავაზება წილების დათმობის შესახებ მაგრამ არც ერთი ყიდვის შესახებ. ეს ხდებოდა არჩევნების მერე. თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იყო რამდენიმე შეთავაზება, რომ რუსთავი 2 გადამეცა მმართველობაში რაღაც სპეციალურად შექმნილი საბჭოსთვის. რაც სრულიად ნათელია როგორ და რისთვის კეთდებოდა, ამაზე მე თავიდანვე უარი განვაცხადე,”- განაცხადა გია ყარამანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ
შემდეგი სტატია“ზუსტად ვიცი, რომ მას ამ კომპანიასთან პრეტენზია არასდროს ჰქონია, მე მას ვიცნობ,”- გია ყარამანიშვილი ქიბარ ხალვაშზე საუბრობს