2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხს ივანიშვილი მეფედ არ უკურთხებია – მელია

“2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხს მეფედ არ უკურთხებია ივანიშვილი. მათ მისცეს ცვლილებას ხმა და, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე.

არ უნდა ხალხს ივანიშვილი დაინახოს მეფედ. 2012 წლის 1 ოქტომბერს ხალხს მეფედ არ უკურთხებია ივანიშვილი. მათ მისცეს ცვლილებას ხმა და, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს ის, რაც სურდათ. ახლა უნდა იმ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ჩვენ მსოფლიო პოლიტიკურმა გზებმა გაგვიჩინა და მთავარია, ყველანი წავიდეთ არჩევნებზე, ახლა მთავარია ყველანი მივიდეთ, რაც შეძლება ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე,”- ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშირა მოუყვა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური: სწორედ გახარია და მისი გუნდია ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების გასაღები