“2012 წლიდან არც ერთ სპიკერს არ უკადრებია ციხეში დეპუტატის შესვლის აკრძალვა”

2012 წლიდან არც ერთ სპიკერს არ უკადრებია ციხეში დეპუტატის შესვლის აკრძალვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„რაც გააკეთა არჩილ თალაკვაძემ სამარცხვინო იყო, ჩვენი უფლებაა, პატიმრებს მონიტორინგი გავუწიოთ. საფუძვლიანი ეჭვია, რომ პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება. ადვოკატმა თქვა, რომ ბუდაღაშვილზე ზეწოლა ხორციელდება. თამლიანმა ოპერაცია გაიკეთა და არ გვიშვებენ, რომ მისი მდგომარეობა გვენახა. თურმე, ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რაც ჩვენი უფლებაა. პატიმრებთან შესვლა ჩვენი პრივილეგია კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა, რომ ისინი მოვინახულოთ. ეს ადამიანები მძევლად ჰყავთ. 2012 წლიდან არც ერთ სპიკერს არ უკადრებია ციხეში დეპუტატის შესვლის აკრძალვა. მარიონეტის მარიონეტები აღარ არიან და ამიტომ. ეს არის მისი დისკრეცია რას ნიშნავს, ხოში როცა ექნება და კარგად შემოგვხედავს არჩილ თალაკვაძე? ადამიანები ნაწამები ჰყავთ, მძევლად აიყვანეს, ზეწოლაა, რომ ხელი დაადონ მელიას, უგულავას, ეს ვითარებაა ციხეში. ეს ადამიანები არიან მძევლები, რომელთაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. ბუდაღაშვილი არ მხვდებოდა, პოლიტიკოსები არ მიყვარსო. დღეს ირკვევა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. როცა თავად არ გვხვდებოდა, არც ვხვდებოდით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“არჩილ თალაკვაძე მონათა ბაზრის დირექტორია”-ბოკუჩავა
შემდეგი სტატია“ისეთი რეაქციები წამოვიდა, ჩემი ნათქვამი მათთან შედარებით იყო ბავშვის ღუღუნი”