2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ – რეფორმები, რაც ამ სისტემაში განხორციელდა, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია

2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემის სახით ჯოჯოხეთი ჩავიბარეთ – რეფორმები, რაც ამ სისტემაში განხორციელდა, “ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა.

ბახტაძის შეფასებით, დღევანდელი სასჯელაღსრულების სისტემა თვისობრივად განსხვავებული და ევროპის სტანდარტებთან მიახლოებულია.

“ძალიან ნაკლებად ნახავთ მსოფლიო გამოცდილებას, რომ სასჯელაღსრულების სისტემა ცალკე სამინისტროს სახით იყოს. ჩვენი პოზიციაა, რომ გატარდა წარმატებული რეფორმები. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება. ახლა არის დრო, რომ ვიხელმძღვანელოთ კარგი ევროპული პრაქტიკით“, – განაცხადა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებთან შეხვედრისას.

მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაერთიანდა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება
შემდეგი სტატიაწამლებზე ხელმისაწვდომობა პირველი რიგის პრობლემაა, რასაც ორი ფაქტორი განსაზღვრავს – საკუთრივ ფასი და გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა