“2012 წელს ენმ-სთვის გადარიცხული 35 000 ლარი ჩემი ფული არ ყოფილა, ტექნიკური ტრანზაქცია იყო”

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს რომ “ენმ”-ს შემომწირველი არ არის და 2012 წელს მას თავისი ფული არ შეუწირავს. თურნავას თქმით, ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია:

“მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის შემწირველი. მე ჩემი თანხა არ შემიწირავს ნაციონალური მოძრაობისთვის. მართლაც, ეს იყო ტექნიკური ტრანზაქცია. იმ დროს რა კომპანიაში ვმუშაობდი, რამდენიმე მაღალი დონის მენეჯერის ანგარიში იყო გამოყენებული ამ ტრანზაქციისთვის. არ ირიცხებოდა, აქ საუბარია ერთ კონკრეტულ ტრანზაქციაზე, რომელიც არის კონკრეტული ტიპის”,- განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში.

მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, გადაირიცხა თუ არა თანხა მისგან დაუკითხავად.

ღია დოკუმენტაციის მიხედვით, თურნავამ 2012 წლის 1 აგვისტოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი ლარი შესწირა.

banner
წინა სტატიაშისტიქია კახეთში – მდინარე ალაზნის ადიდებამ 10-ზე მეტი თემის სოფელი დააზარალა
შემდეგი სტატიავითარება დავით გარეჯში – ანტისაოკუპაციო მოძრაობა სამოქალაქო პატრულირებას იწყებს