“2012 წელს აგენტურის მეშვეობით ვრცელებოდა ინფორმაციები, რომ პოლიტიკოსებზე მაკომპრომიტირებელი მასალები არსებობდა”

იდუმალებითაა მოცული თუ ვინ მფარველობდა ახმედ ჩატაევს

ქსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, 2012 წელს აგენტურის მეშვეობით ვრცელებოდა ინფორმაციები, რომ პოლიტიკოსებზე მაკომპრომიტირებელი მასალები არსებობდა.

“სოფელ სამგორის კოორდინატორი, გადაბირებული პიროვნება, სიბაშვილი, დავალებული ჰქონდა ოპერაცია ვინმე კუბლაშვილს ლილუაშვილისგან, რომელმაც ჩაწერა მოახდინა ჩემი, როდესაც ვაძლევდი ფულს ამ ჩემ კოორდინატორს, ვინმემ არ მითხრას, რომ კოორდინატორისთვის ფული არ უნდა მიმეცა, მოხდა ჩაწერა და შემდეგ ტირაჟირება. გარდა ამისა, უნდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, ეს არის ვიდეოჩანაწერი, არსებობდა მეორე ჩემს შესახებ შექმნილი ფურცელი, რომელზეც იყო ვინ არიან ჩემი კონტრაქტორები, ტოტალურად მისმენდნენ და ეს ყველაფერი როდესაც ლელუაშვილი წავიდა კუდ-იდან, სხვა თანამშრომლის მეშვეობით ჩამივარდა ხელში. ჩამოწერილი იყო ყველა ის ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, მერე იყო გაცხრილული ვინც არჩევნებში არ მონაწილეობდა ისინი, მაშინ არ ვიცოდი, რომ ლელუაშვილი აკეთებდა ამას, მაგრამ შემდეგ 2012 წლის მაისში, ივნისში იყო ჩემთან და ჩემს კოლეგებთან “ქართული ოცნებიდან” ზარები და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენზე ჰქონდათ ყველაზე შექმნილი მაკომპრომიტირებელი მასალა – ზოგზე ვიდეო, ზოგზე – აუდიო, ზოგზე – ფოტო და გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ დაეხსნებით პოლიტიკურ აქტიურობას გაჩვენებთ სეირს. ვრცელდებოდა აგენტურის მეშვეობით, რომელიც “ქართული ოცნების” დაბალ რგოლებში იყო ეტყობა ჩანერგილი, რომ ჩვენს კოლეგა ქალბატონებზე არსებობდა კომპრომატები. ამის თაობაზე სულ ლაპარაკობდნენ”, – განაცხადა არეშიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისივე თქმით, მას თავად ვაჟა ლელუაშვილი ჰყავს ნანახი 2012 წლის 4-5 ოქტომბერს გელა ხვედელიძის კაბინეტთან, რომელმაც არ მიიღო, მერე საგანელიძესთან ცდილობდა შეძრომას, თუმცა იქაც არ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილი: თუ კიდევ ვინმეზე ვიძალადე, ყველა დაეწყვეთ და მოდით მთავარ პროკურატურაში
შემდეგი სტატიავასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს