2012 წელს 1 ოქტომბერს ავირჩიეთ რეგვენი, ხისთავიანი, ბანდიტი და კრიმინალი

natelashvili_10“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ის ჰააგის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.

როგორც ნათელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, ამისათვის მხოლოდ საყდრისის აფეთქების საქმეა საკმარისი.

“მსოფლიომ ჩვენზე იფიქრა, რომ ფულის ამყოლი ხალხი ვართ, რომ ჩვენ ვერცხლის მიმდევარი ხალხი ვართ იმიტომ, რომ 2012 წელს 1 ოქტომბერს ავირჩიეთ რეგვენი, ხისთავიანი, ბანდიტი და კრიმინალი. ჩვენ ჰააგაში სარჩელს შევიტანთ. ის არამარტო ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გადაურჩება, არამედ საერთაშორისოსაც. საყდრისის აფეთქებაა მარტო საკმარისი, რომ საერთაშორისო სასამართლოს განსასჯელად იქცეს”, – აცხადებს ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშილიტვამ მოსკოვიდან სამხედრო ატაშე ყირიმელზე დაქორწინების გამო გაიწვია
შემდეგი სტატიამსახიობ ბესო ბერულაშვილს თბილისში ბინა 1 ლარად გადაეცა