“კატასტროფულად სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთის არის ის, რაც ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არარაობების გუნდმა გააკეთა”

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, საქართველოსა და პუტინის მოსაზღვრე ქვეყნების კონტექსტში, 2012 წელი იყო მნიშნელოვანი პრეცენდენტი და წინ გადადგმული ნაბიჯი ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისათის საქართველოში.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ რაც ივანიშვილმა გააკეთა 2012 წლის შემდეგ, არის კატასტროფულად სამწუხარო, რამაც ქვეყანა წინ წაყვანის ნაცვლად, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა და საკამათო გახადა ზოგიერთისათვის, აქვს თუ არა არჩევნებს საერთოდ აზრი.

„ჩვენთის, საქართველოს კონტექსტში, ჩვენი რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის ამ ნაწილის კონტექსტში, პუტინის რუსეთის მოსაზრღვრე ქვეყნების კონტექსტში, 2012 წელს რაც მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო და ნიშნავდა იმას, რომ საზოგადოება პირველ რიგში, არა ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები მხოლოდ, საზოგადოება მივიდა აქამდე, რომ მოხდა არამარტო მშვიდობიანი, არამედ მთლიანად კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ხელისუფლების გადაბარება სწრაფად, მეორევე დილას, წაგებული ლიდერის მხრიდან აღიარებითა და მილოცვით და შემდეგ ტრანზიციის ჯგუფების შექმნით.
ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის საქართელოში, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგო.

კატასტროფულად სამწუხარო ჩვენი ქვეყნისთის არის ის, რაც ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკური არარაობების გუნდმა გააკეთა მერე, რომ ქვეყანა წინ წაყვანის ნაცვლად ამ ფუნდამენტზე დაშენებით, წაიყვანა უკან და დაგვაყენა ისევ იმ საფრთხის წინაშე და კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე, საერთოდ აზრი აქვს თუ არა არჩევნებს ზოგიერთის აზრით. რათქმაუნდა აქვს და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, მაგრამ ეს კითხვის ნიშანი რომ დააყენა, ეს მოახერხა მან ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტის შემდეგ.“ – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიივერი მელაშვილი ციხიდან ღია წერილს ავრცელებს
შემდეგი სტატიასაშობაო ეპისტოლე