2012-ში გვეგონა გვეშველა,მაგრამ კოჰაბიტაციამ თავები გადაგვჭამა – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:

“ოღონდაცა რააა…
ჩვენ მართლა მიტინგებზე გავზარდეთ ბავშვები,
ხოდა
ვისაც არ მოგეწონებათ ცივი და ანკარა წყალი კი მოდის, ამ დალოცვილში!
ძალიან ტვინი წაიღეს “ოცნების” ახალმა წევრებმა წუწუნით ბულინგზე
შენი ჭირიმე რაა…
2003 წლიდან გვდევნიდნენ,
2004-ში აფრასიძეები ამოგვიწყვიტეს,
2005-ში ვალერი გელაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს
2006 წლიდან ნულოვანი ტოლერანტობა “გვწეპეს,
ნორა კვიციანი დაიჭირეს,
120 ბიჭი ქუჩაში დაგვიხვრიტეს!
2007-ში გურამ შარაძე მოგვიკლეს, კობა დავითაშვილი ბოლომდე გაიმეტეს,იმედი დაარბიეს და მიტინგი სასტიკად დაშალეს.
2008- ში სამშობლოს 116 სოფელი დაგვაკარგინეს და გენოფონდი გაწყვიტეს,
2009-ში 26 მაისს ეროვნულ სატადიონზე 100.000 კაცს სულში ჩააფურთხეს.
2010 წელს ზვიადისტები დააპატიმრეს.
2011 -ში სახე აგვახიეს, ზოგი დაგვიჭირეს,ზოგი მოგვიკლეს,ზოგიც სულიერად აშალეს!
2012-ში გვეგონა გვეშველა,მაგრამ კოჰაბიტაციამ თავები გადაგვჭამა!
ერთი დღე არ გასულა ნაცებთან ჭიდილის გარეშე, პარლამენტში კი ისეთები წამოიჭიმენ, თვალით რომ არავის გვინახავს იმ ავად სახსენებელ წლებში!
ჩვენი შვილები მუდმივი ტერორის და მუქარის ქვეშ გავზარდეთ,მაგრამ არავის არც დაუწუწუნია და არც თანამდებობები მოუთხოვია!!!!
ხოდა აზრზე მოდით!!!!” – წერს ლალი მოროშკინა.

banner
წინა სტატიაშიარავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს ოპოზიცია მიშას ბოდვას ერთიან სიასთან დაკავშირებით – მეტრეველი
შემდეგი სტატიასააკაშვილის მოწოდება იმ ჟანრიდანაა, როცა ის კვდებოდა და წამების მსხვერპლი იყო – ოხანაშვილი