2012-2014 წლებში, რამდენიმე ბაღსა და სკოლაში ბავშვები ცხენის და ვირის ხორცით იკვებებოდნენ

2012-2014 წლებში, რამდენიმე ბაღსა და სკოლაში ბავშვები ცხენის და ვირის ხორცით იკვებებოდნენ. დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი უცნობია.

თუმცა შემთხვევების არსებობას არ უარყოფს სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი. დღეს ოთარ დანელია უკვე პარლამენტის დეპუტატია და კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

„მაშინ როდესაც ჩვენ რეფორმის პირობებში ვიყავით, ოპერატიული ინფორმაცია ასეთ დარღვევებთან და კიდევ უარეს დარღვევებთან დაკავშირებითაც შემოდიოდა. ეს ეხებოდა განთავსების წესებს, ბიზნეს ოპერატორების ნაწილში მთელი რიგი დარღვევები. ჩვენ არაერთხელ გავამკაცრეთ კოდექსი, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ საკანონმდებლო პლატფორმა და განსაკუთრებულად უნდა გავამკაცროთ ეს სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში, იმიტომ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები და მაქსიმალურად იყოს კონტროლი განხორციელებული,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი გაათავისუფლეს