2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა

2012 წელს საქართველოს სასამართლოს მიერ გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი შეერთებულმა შტატებმა გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. ჩატაევი ამ დროისთვის სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, თუმცა 3 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენი მებრძოლი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ერთადერთი, რომ ის იყო ავსტრიის მოქალაქე და ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა. ჩვენი ადვოკატის მოვალეობებში არ შედიოდა გაერკვია ის, თუ რას აკეთებდა ის საქართველოში,”-აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი.

21:00 საათზე კურიერში ნახეთ რა კომენტარს აკეთებენ დღეს მმართველი გუნდის წევრები და აქვს თუ არა კავშირი ჩატაევს პანკისის ხეობიდან ახალგაზრდების სირიაში გადაბირების პროცესთან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა კრედიტორებისგან დაფინანსების გაორმაგებას ითხოვს
შემდეგი სტატიაიაფფასიანი, არაპროფესიონალურად დადგმული მინი სპეკტაკლი