“2011 წლიდან დამატებითი მოცულობების წამოღებაზე რამდენჯერმე მივმართეთ, თუმცა უარი მივიღეთ”

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, კონსორციუმთან, სადაც სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიები ერთიანდებიან, დამატებითი გაზის მოცულობის წამოღებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანში ვიზიტისას შეხვედრა ჰქონდა “სოკარის” პრეზიდენტთან, სადაც საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლოაბზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, “სოკარს” სურვილი აქვს როგორც წილობრივად, ასევე ფინანსურად მიიღოს მონაწილეობა გაზსაცავის მშენებლობაში. მისივე ინფორმაციით, საქართველო უკვე დიდი ხანია საუბრობს კონსორციუმთან, რომ გაჩნდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა.

“იცით, რომ კონსორციუმი, რომელშიც სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიები არიან, უარს გვეუბნება. 2011 წლიდან რამდენჯერმე მივმართეთ, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღება, თუმცა წერილობით უარს ვიღებთ. ახლა უკვე აქტიურ ფაზაში ვართ და ვნახოთ, თუ მოგვეცემა იმის შესაძლელობა, რომ დამატებითი მოცულობა მივიღოთ, ასეთ შემთხვევაში, “გაზპრომიდან” ბუნებრივი აირის ის მოცულობები აღარ იქნება საჭირო, რა მოცულობებზეც ახლა გვაქვს საუბარი. საუბარია დღეს 300-400 მილიონის რუსეთიდან წამოღებაზე”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით გავასაჯაროებ გარკვეულ მიმოწერას” – ბაია გადაბაძე
შემდეგი სტატია“გაზის მარაგის არსებობის დასამტკიცებლად მილიარდობით ინვესტიციაა განსახორციელებელი”