2009 წელს გაცემული ე. წ ,,ნარიშულოვკები” გაუქმდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2009 წელს გაცემული ე.წ.  ,,ნარუშილოვკები”, სპეციალური  საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა.  შესაბამის გადაწყვეტილებას მღებრიშვილმა ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.

,,ჩემი  ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2009 წლის გაცემული სპეციალური საშვები. ისინი ჩამოერთმევათ  მფლობელებს და განადგურდება. ახალი  სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს  საშვების გაცემის, გამოყენების,  კონტროლისა და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი”-განაცხადა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურატურა ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,მე-3 ჯიბეზე საგრძნობი წელი იგრძნო მოსახლეობამაც და “ოცნების” მაღალჩინოსნებმაც, მაგრამ გააჩნია, ვინ – როგორ”