2008 წლის ომზე დაწყებულ გამოძიებას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რეფერენდუმით რუსეთთან შეერთებას გეგმავს..

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ 2008 წლის ომზე დაწყებულ გამოძიებას ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს.

საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ლეონიდ თბილოვი ამბობს, რომ ომის დაწყებამდე ქართველმა სამშვიდობოებმა დისლოკაციის ადგილი დატოვეს, აქედან გამომდინარე ფატუ ბენსუდას განცხადება, რომ 2008 წელს ქართული ბატალიონის მშვიდობსიმყოფელებიც დაიღუპნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თიბილოვმა საქართველო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ცხინვალზე თავდასხმაში, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდის ფაქტი უარყო.

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის მტკიცებით, ქართულმა მოსახლეობამ წინასწარ დატოვა ტერიტორია, რადგან იცოდნენ, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყებოდა.

banner
წინა სტატიაშიბრძოლა “მაესტროსთვის” სასამართლოში გადადის
შემდეგი სტატიაშსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა