2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში, საელჩოში წარმოდგენილ იქნა ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის და გორის არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ქართლოსის ფოტომასალების გამოფენა. ასევე, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფლორიან ნოლტემ და რიკარდა ლანდაუმ წარადგინეს პროექტი „ 10 წელი ომის შემდეგ“.

აღსანიშნავია, რომ გერმანელ სტუდენტთა ჯგუფი, პროექტის განხორციელების მიზნით აპრილის თვეში გაემგზავრნენ საქართველოში და მოინახულეს, როგორც საოკუპაციო ხაზი, ასევე არაერთი ინტერვიუ ჩაწერეს ომისგან დაზარალებულ მოსახლეობასთან.

ღონისძიების დასასრულს, საელჩოში გაიმართა თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება „Creeping Borders“.

გამოფენას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გერმანელი ჟურნალისტები, გერმანულ-კავკასიური საზოგადოების დამფუძნებელი, ასევე ქართველი და გერმანელი სტუდენტები.

banner
წინა სტატიაშიკომენტარები ე.წ. ექსპრემიერ სერგეი შამბას გამონათქვამებზე ქართველთა ეთნორადიკალიზმისა და აფხაზურ საზოგადოებაში არსებული სიტუაციის შესახებ
შემდეგი სტატიადღეს მადონა 60 წლის გახდა