10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

2008 წლის აგვისტოს ომზე პოსტისთვის “დოჟდის” ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც “ოსტოროჟნო, ნოვოსტი” იუწყება,  კიჩიგინას ასევე 5 წლის ვადით აეკრძალა ინტერნეტში მასალების გამოქვეყნება.

ჟურნალისტისთვის (რომელიც „დოჟდზე“ ფაიზულინას გვარით აქვეყნებს მასალებს) ბრალდების მხარე დაუსწრებლად 10-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მას ბრალად დასდეს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ორი პოსტი: 2022 წლის აპრილის ბუჩას მოვლენების შესახებ სტატიის რეპოსტი და „სთორი“ საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, სადაც ჟურნალისტმა დაწერა, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

banner
წინა სტატიაშიისრაელ კაცი: “თავდაცვითი ბუფერული ზონის” შექმნას ვაპირებთ
შემდეგი სტატიაევროპული პარტია ALDE გმობს ელენე ხოშტარიასთვის 1.5-წლიანი პატიმრობის მისჯას