2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე „ტვიტერზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

ლიეტუვის პრემიერის თქმით, ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ომის 11 დღე დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასდროს დამდგარა, რადგანაც დაშოშმინება მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს აგრესორის მადას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას რუსეთის დაგმობაში და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე – დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი; დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ