“2008 წელს საქარველოში რუსეთის ინტერვენცია მოსკოვს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი”

ევროპაში ნატო-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ 2008 წელს საქარველოში რუსეთის ინტერვენცია მოსკოვს დიდი ხნით ადრე ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ ფილიპ ბრიდლავმა Foreign Affairs ში გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში საუბრობს. სტატიის სახელწოდებაა “ნატო-ს შემდგომი ნაბიჯი. როგორ გავუმკლავდეთ რუსეთსა და სხვა საფრთხეებს”.

ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ 2008 წლის ინტერვენციით რუსეთმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისთვის დასაჯა.

“2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციამ აჩვენა, თუ რამდენად შორს შეეძლო რუსეთს წასვლა დასავლეთთან დაახლოებისთვის მეზობელი სახელმწიფოების დასასჯელად. იმ სიჩქარემ, რომლითაც რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, ეჭვი არ დატოვა, რომ ოპერაცია დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. აშშ ფოკუსირებული იყო ავღანეთსა და ერაყში ომებზე და გლობალური ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაზე და რუსეთმა შესაძლებლობა გამოიყენა. რუსეთის ოპერაცია საქართველოში იყო უკრაინაში მისი ქმედებების გეგმის ნაწილი”, – წერს ფილიპ ბრიდლავი.

ფილიპ ბრიდლავის აზრით, რუსეთის აგრესიის საფრთხის საპასუხოდ აშშ-მა ევროპაში საკუთარი ძალები უნდა გაზარდოს და რუსეთი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადოს.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილმა საპატიმროში მსჯავრდებული თამარ ფხოველიშვილი მოინახულა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ვინ არის ეს მოძალადე