“2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი”-მამულაშვილი

“უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფის ქართული ლეგიონის მეთაური და ყველა იმ საომარი მოქმედებების მონაწილე, რომლებიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული განხორციელდა საქართველოში რუსული ტერორისტული სახელმწიფოს მიერ,ჩემი და ქართული ლეგიონის მებრძოლების სახელით ვაცხადებ: 2008 წელს საომარი მოქმედებები დაიწყო რუსეთმა! ამ საკითხის ნებისმიერ ფორმატში განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის საქართველოს ღალატი და რუსული ინტერესების გატარება!”- წერს Facebook-ზე უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” მეთაური, მამუკა მამულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლია მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები | მაკა ჩიკვილაძე
შემდეგი სტატია2008 წლის ომის გმირის შმაგი სოფრომაძის მეუღლე-რაც ამ დღეებში ხდება, ბოროტებაა,რუსეთი მტერია!