”2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო”- მითი აგვისტოს ომზე

2008 წლის ომის დროს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ბათუ ქუთელიას თქმით მითი, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული.

მისივე სიტყვებით, 2008 წელს რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევოპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეეჩერებინა და რეგიონში დემოკრატიული მაგალითი დაესაჯა.

“ეს დაიწყო იმით, რომ ჯერ მოამზადეს ცალკეული კომპონენტები – ეს იყო სამხედრო წვრთნები, რომელიც არ დაასრულეს და თავისი შეიარარებული ძალები დატოვეს მზადყოფნაში. შემდეგ დაიწყო კიბერშეტევა ერთი კვირით ადრე, ამას მოჰყვა ცხელი ფაზა. ცხელი ფაზა დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბით რუსული შეიარაღებული კონტიგენტის შემოსვლით, რომელიც თავმოყრილი იყო ჯავის რეგიონში, რომელიც არ ექვემდებარებოდა საერთაშორისო მონიტორინგს.

5 აგვისტოს დაიწყო საცეცხლე პროვოკაციები, რასაც მოჰყვა 2 ქართველი სამშვიდობოს დაჭრა. 7-ში ეს ყველაფერი გადავიდა ცხელ ფაზაში. საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი – ან ეპასუხა შეიარაღებული პასუხითვე, სამხედრო ძალით, რაც ჩვენი სუვერენული უფლება იყო, ან დავლოდებოდით საერთაშორისო რეაქციას, რომლის აგვისტოში მობილიზებაც არც თუ ისე ადვილია”, – ამბობს ქუთელია.

banner
წინა სტატიაშისტიუარტ მაკდონალდი აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან თოფაძემ ხეჩინაშვილის კლინიკა დატოვა