„2008 წელს მამისონთან დაკავშირებით პირველად ჩვენ ავტეხეთ განგაში “

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზღვრის გადმოწევის პროცესი ჯერ კიდევ 2008 წლიდან დაიწყო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში ყოფნას გააგრძელებს.

„საზღვრის გადმოწევის პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ 2008 წლიდან და პირველები ვიყავით ჩვენ, ვინც განგაში ავტეხეთ მამისონთან დაკავშირებით. მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკატორები გვეძახა და უბრალოდ დამალა, რომ საზღვარმა გადმოიწია. ყველა ასეთ ფაქტზე ჩვენ განგაშს ვტეხდით და ვეუბნებოდით ხელისუფლებას, დალაპარაკებოდნენ რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესი გაგრძელდებოდა. ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება, თუ ჩვენი ხელისუფლება სირაქლემის პოზიციაში ყოფნას გააგრძელებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი დაშავდა
შემდეგი სტატია“თაიმერის” ფოტორეპორტაჟი გლდანის მე–6 მიკრორაიონიდან