
განცხადება დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მმართველ გუნდს საკითხის დაინტერესების მოთხოვნით მიმართა.
“ამირან ცერცვაძეს, რომელიც მეოთხე ბრიგადაში იბრძოდა და რუსეთის ჯარებს მკერდით გადაუდგა, დღეს ბინას ართმევენ. ამირან ცერცვაძეს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, საბრძოლო იარა აქვს, ბინას ართმებენ და ავთო ჯორბენაძეს აძლევენ – ჩამოშლილი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ავტორს შევარდნაძის მთავრობაში”, – განაცხადა მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

















