2007-ის მერე ხელფასი არ მოგვმატებია – მარტვილის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ.  პროტესტის ამ ფორმას მიმართა და გაფიცულია სოციალური მომსახურების სააგენტოს 11 თანამშრომელი.

სოც.მომსახურეიბის სააგენტოს მარტვილის რაიონული ოფისის თანამშრომელი, მარინა თოფურია აცხადებს, რომ მათი მოთხოვნა ხელფასების 100% ზრდაა.

მათივე განცხადებით, ისინი გუშინ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.

“ვითხოვთ შრომით ანაზღაურებას ნორმალურს. მე მაქვს 360 ლარი, როცა მგზავრობის ფასი გახდა სამმაგი, პროდუქტები გაორმაგებულია, წამლების ფასი არნახულია, ვერ ვუძლებთ ამას. ვხდებით ჩვენთვითონ სოციალურად დაუცველები. 2007-ის მერე ხელფასები არ მოგვმატებია”– აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული.

 

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში პოლიციამ 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან