2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი
იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების
სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018
წლის 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით,
აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის
მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე
ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას
შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის
შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე
პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს.

banner
წინა სტატიაშიავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაპოროშენკო საახალწლოდ პრანკერებმა კიდევ ერთხელ გააბითურეს (ვიდეო)