“2005-2006-ში მეგონა, რომ ის სამყარო საბოლოოდ დავამარცხეთ და წარსულს ჩავაბარეთ, როგორ მწარედ ვცდებოდი” – სააკაშვილის პარალელი “ბნელ 90-იანებსა” და ქვეყანაში დღევანდელ მდგომარეობასთან

“2005-2006-ში მეგონა, რომ ის სამყარო საბოლოოდ დავამარცხეთ და წარსულს ჩავაბარეთ, როგორ მწარედ ვცდებოდი” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი ნინო ხარატიშვილის საავტორო გამოცემასთან დაკავშირებით საუბრობს: ის, “ბნელ 90-იანებსა” და ქვეყანაში დღევანდელ მდგომარეობასთან პარალელს ამბობს და აღნიშნავს, რომ “ახლა ბოლომდე აღორძინდა ყველაზე მახინჯი ფორმით, მოაჯდა ჩვენს შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც ამავე დროს ბოლომდე ანადგურებს”

“თაიმერი” პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის “ფეისბუკ-პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“საკანში გადავიკითხე ნინო ხარატიშვილის გენიალური რომანი “უკმარი სინათლე”, რომელიც აღწერს 90-იანი წლების თბილისს თავისი საძმოებით, ნარკომანიით, დაუნდობლობით, უსამართლობით, დაკარგული თაობით, რუსული გავლენებით.
ეს არის კლასიკური სურათი იმისა, თუ რა ხდება როცა კანონები არ მუშაობს და სახელმწიფო არ არსებობს – ჯუნგლების კანონი!
ხოდა, სადღაც 2005-2006-ში მეგონა, რომ ის სამყარო საბოლოოდ დავამარცხეთ და წარსულს ჩავაბარეთ, როგორ მწარედ ვცდებოდი.
ახლა ბოლომდე აღორძინდა ყველაზე მახინჯი ფორმით, მოაჯდა ჩვენს შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც ამავე დროს ბოლომდე ანადგურებს და ამავე დროს ბეზპრედელით სპობს ქვეყანას.
1999 წელს ჯაბა იოსელიანმა ტელეფონით დამირეკა (ვაკის საპარლამენტო არჩევნებში კონკურენტები ვიყავით) და მითხრა რომ აუცილებლად იძიებდა ჩემზე შურს. მაშინ ეს ფრუსტრირებული ბანდიტის ბოდვად ჩავთვალე და ახლა კი ვხედავ, რომ იმ სამყარომ მართლა იძია შური ჩემზე და სიმწრით შექმნილ ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე და მის ყველაზე პროგრესულ, ნიჭიერ ნაწილზე.
დღეს ისევ ქუჩაში არიან გამოსულები, საპროტესტო აქციებზე ქეთი ყიფიანი, რეზო, საბა, ნენე, ირა, დინა, ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
უნდა შევძლოთ და მეორედაც წავაქციოთ და საბოლოოდ შევაბრუნოთ ის სამყარო საფლავში! აუცილებლად შევძლებთ! მე მზად ვარ!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად ჯამში 70 ათასამდე პალესტინელი დაიღუპა” – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატიაიტალიაში ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის 13 ქართველი ქალი დააკავეს – გამოძიება 44 ქართველი ქალის საქმეს იძიებს