,,2003 წლის შემდეგ საქართველოში კორუფციის აღქმა არის ყველაზე საგანგაშო” – უგულავა NDI-ის კვლევაზე საუბრობს

2003 წლის შემდეგ საქართველოში კორუფციის აღქმა არის ყველაზე საგანგაშო – ასეთია „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასება NDI-ის კვლევების გაცნობის შემდეგ.

უგულავა ამბობს, რომ კვლევაში თითქმის ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო პუნქტი დემოკრატიის შესახებ დასმული კითხვაა. უგულავა ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პირველ რიგში ხელისუფლებისთვის უნდა იყოს ყურადსაღები.

„მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ესეც არის კატასტროფული სიახლე. ეს მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ რომელიც ბოლო ექვსი წელია დემოკრატიის ოაზისზე გვესაუბრება,“-ამბობს უგულავა.

NDI-მ კვლევა ორ ნაწილად გამოაქვეყნა, 2018 წლის მონაცემების მიხედვით რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია, ინფლაციისა და ფასების ზრდის მიმართულებით ქვეყნის ხელისუფლება სწორად ვერ რეაგირებს და გამოკითხულთა 46% თვლის, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 10 დღეში წითელაზე 38 000 მოქალაქე აიცრა
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” NDI -ის კვლევის შედეგებს არ ენდობა