აქცია თბილისში – მოქალაქეები სკვერში სახლის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში,  ყაზბეგის გამზირზე მცხოვრებლები 52-ე სკოლის გვერდით სკვერში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ.

მოქალაქეებთან ერთად აქციაზე იმყოფება რაიონის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

მისი განცხადებით, სკვერს, სადაც მშენებლობა იგეგმება, წინა მოწვევის საკრებულომ სარეკრეაციო სტატუსი მოუხსნა, ხოლო ახალმა საკრებულომ სკვერს სტატუსი, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არ დაუბრუნა.

ალეკო ელისაშვილი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში საკრებულოს წევრთა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლების კერძო ინტერესებს ხედავს.

კომპანია “ელზური”, რომელიც სკვერში საცხოვრებელ სახლს აშენებს, 2014 წელს დაარსდა.

აქციის მონაწილეები და ალეკო ელისაშვილი აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ სკვერში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

საკრებულოში საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი მოუწოდებს დედაქალაქის მერს, აღნიშნული ვითარებით დაინტერესდეს.

banner
წინა სტატიაშიკაპიტოლიუმზე თავდასხმის დაგეგმვისთვის “მარტოხელა მგელი” დააკავეს
შემდეგი სტატიარუსეთი მისტრალის არ მიღების შემთხვევაში საფრანგეთს უჩივლებს