2000 ლარი – ადვოკატები სუბელიანის განთავისუფლებას ჯარიმით ითხოვენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მირზას ადვოკატები ითხოვენ სასჯელის სახით 2000 ლარი დააკისრონ და გამოუშვან. საბოლოო სიტყვით სავარაუდოდ, ბრალდებული მირზა სუბელიანიც ისარგებლებს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისილქ დაზღვევა – სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი
შემდეგი სტატია„კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი“ – მამუკა ხაზარაძე