200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე მისი კოლეგების მსგავსად აქციის მონაწილეთა თავებს ითვლის. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომნარემ ჟურნალისტებს პარლამენტში შესვლისას განუცხადა, “ნაციონალურ მოძრაობაში” კრიზისია და აქციებით და სხვადსხვა პერფორმანსებით უნდათ, რომ გამოაცოცხლონ პოლიტიკური მოძრაობა.

„ადრე 200 ნაციონალი იდგა ხოლმე აქ, ახლა არ ვიცი, 150 სად გაქრა ვერ გავიგე. 200 ნაციონალის სტვენა საქართველოში ზამთარს და სიბნელეს ვერ დააბრუნებს, ეს არის მარტივი რეალობა. არავითარი კრიზისი არ არის, ნაცმოძრაობას უნდა, რომ აცოცხლოს საკუთარი თავი და ამ სტვენით ცდილობენ ამის გაკეთებას. კრიზისი არის “ნაციონალურ მოძრაობაში”. მე პირადად მხარს დავუჭერ ირაკლი შოთაძის კანდიდატურას და დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად “ქართული ოცნების” გუნდიც ასე მოიქცევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ და „თბილისის ღვინის მუზეუმმა“ ღვინის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლეს
შემდეგი სტატიაპლენარულ სხდომაზე გენპროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა აღარ მოხდება – ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ კენჭისყრაზე გავა