22.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

$200.000 რეჟიმის საქმიანობაზე მასალების სანაცვლოდ – ვის რას ჰპირდება მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ 200.000 დოლარს მიიღებს “ივანიშვილის დამსჯელი ორგანო” ყველა წარმომადგენელი, რომელიც ენმ-ს გადასცემს მასალებს რეჟიმის საქმიანობის შესახებ.

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას.

ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს, მაგალითად აქციების მონაწილეებს წამების მასალებს და ასევე მათ ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე.

რა თქმა უნდა ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად.

მე მგონი ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ ბრაიზას უმწვავესი შეფასებები საქართველოს შესახებ – ინტერვიუ Independence Avenue Media-სთან
შემდეგი სტატიარუსეთში უკრაინელი ტყვე ჯარისკაცებისგან მოიერიშე ბატალიონს აყალიბებენ – GUR