200 წვევამდელი ფიცის დასადებად უკვე მზად არის

news
: news მაისი 26, 2015 12:27

200 წვევამდელი ფიცის დასადებად უკვე მზად არის

2ffff00 წვევამდელი ფიცის დასადებად უკვე მზად არის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეიარაღებულმა ძალებმა გენერალური რეპეტიციის გავლა უკვე დაასრულა. დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრში დაგეგმილია როგორც სამინისტროების საქმიანობის პრეზენტაციები, ასევე გასართობი ღონისძიებები. 26 მაისის მთავარი აქტივობები კი თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ადგილზე იმყოფებიან ქართულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.

საზეიმო ღონისძიებას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პატაკს ჩაიბარებს. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედროებს სიტყვით მიმართავენ.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში ასევე ჩაერთვება ქართული ავიაცია, რომელიც თავისუფლების მოედნის თავზე შვეულმფრენებით საქართველოს დროშას შეკრავს.

news
: news მაისი 26, 2015 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics