200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 17:12

200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება

მნიშვნელოვანი

  • "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ძალაში 15 აპრილიდან შედის, 200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება.

სხვა სტატიები

“იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ძალაში 15 აპრილიდან შედის, 200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება.
პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეეხება არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებშიც.
“ამ სიახლესთან დაკავშირებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი – ზაქარია ქუცნაშვილი, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, 15 აპრილს მცხეთას ეწვევიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ახალი საადვოკატო სერვისის ამოქმედებას გაეცნობიან”, – აცხადებენ პარლამენტში.

news
ავტ.: news აპრილი 14, 2015 17:12

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics