“20 წლის წინ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს ჰეიდარ ალიემა და ედუარდ შევარდნაძემ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, 20 წლის წინ, სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს ჩაუყარა საფუძველი.

მისი თქმით, 20 წლის წინ, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან.

“დღეს აღვნიშნავთ საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის 20 წლისთავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. 20 წლის წინ, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან. ასევე კომპანია BP-ის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, შედგა ეს პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ დერეფანს საფუძველი ჩაუყარა, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო უსაფრთხოების და ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირი დამყარდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ, ამას მივესალმებით. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი გვყავს სტუმრად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა საზეიმო სადილის დაწყების წინ, რესტორან “ფუნიკულიორში“, ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშივის დასაცავად იბრძოლებს ელისო კილაძე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას“