20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე – ექთანს პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს პატიმრობა წელიწად-ნახევრით მიესაჯა – მას ბრალად სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება ედება.

ამავე საქმეზე ბრალი ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების ყოფილ უფროსსაც ედება, რომლის სასამართლო პროცესიც 26 თებერვალსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ბიჭი 2021 წლის 10 სექტემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკაში შეყვანისას კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით, გარდაცვალებამდე ჩარკვიანს ვირუსი დამარცხებული ჰქონდა.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაყალბებულია და მედიკოსების მხრიდან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე.

banner
წინა სტატიაშიდილით ჩამოგდებული რუსული სუ-35 გამანადგურებლის პილოტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაNDI წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს