20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.
ნაცემი ახალგაზრდა ოჯახი “რუსთავი2”-თან საუბრისას ამბობს, რომ პოლიციელები 20 წლის ბიჭის საკუთარ სახლში ინფორმაციის მიღების მიზნით სცემეს. გამომძიებლებმა უკვე გამოკითხესდაზარალებული მოზარდიც, რომელიც ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით და სხვადასხვა სახის დაზიანებებით რჩება.
ახალგაზრდა ცემაში ორ პირს ადანაშაულებს, მათგან ერთ-ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა. ისინი მისგან მამის, ალექსანდრე კობალაძის შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ, რომელიც რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავდასხმაში პოლიციელების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
მომხდარს პროკურატურას სწავლობს. დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისვანეთში მეხუთე დღეა ხანძარს ებრძვიან
შემდეგი სტატიაპარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს – პრემიერი და განახლებული მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება