“20 წლის განმავლობაში მთავარი გამყალბებლის კომენტარები არ მაინტერესებს“

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიხეილ მაჭავარიანი განცხადებები მისთვის საინტერესო არაა.

თინა ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ გარდაბანში 700 კაციანი სამხედრო უბანი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, ახლა, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით დაემატა.

„მე მაჭავარიანის კომენტატორი არ ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, 20 წლის განმავლობაში მთავარი გამყალბებლის კომენტარები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები მთავრობას სპეც.უბნებთან დაკავშირებით საკუთარ ინიციატივას სთავაზობენ
შემდეგი სტატიახიდაშელი არასამთავრობოებზე – “ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმია საჭირო”