“20 წელიწადზე მეტია, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა და ამ პერიოდში, რეფერენდუმები ჩატარებულა”

დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი არ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ რეფერენდუმის ჩატარება, არ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

მინისტრის განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობა უკვე, 20 წელიწადზე მეტია, დარღვეულია და ამ ხნის განმავლობაში, რეფერენდუმები ჩატარებულა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის განმარტებით, კონსტიტუციაში ჩანაწერი და კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება, ადამიანის უფლებებს არ არღვევს.

“ვინც ამას ამბობს, დაასაბუთოს რა შეხება აქვს ადამიანის უფლებებთან. არსად არის ასეთი აკრძალვა. დანარჩენი, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, რა არის მათთან ქორწინება. ზოგან დაშვებულია მრავალცოლიანობა, ზოგან მრავალქმრიანობა, ზოგან ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებაა დაშვებული, ზოგან – არა. ქორწინებაში ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ არა თანაცხოვრების პრაქტიკას, არამედ იურიდიულად დადასტურებულ დოკუმენტს. ეს არანაირად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს”,- განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი – არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე – შვიდი სამინისტრო შვეიცარიას
შემდეგი სტატიაბექა ბასილაია – ფოთში სულ მალე დამთავრდება ეკა ბესელიას კლანის თარეში