20 წელი 11 სექტემბრის ტერაქტიდან

11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული ტერაქტიდან 20 წელი გავიდა.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.

მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე ‘ტყუპების’ სამხრეთ ცათამბჯენს, 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით,09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

ტერაქტის შედეგად სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება. ტერაქტის მსხვერპლთა ამოცნობა ოფიციალურად მხოლოდ 2002 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური ფრონტი სუსის წინააღმდეგ-ე.წ. ქოლცენტრი 577 50 99 74
შემდეგი სტატიაქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა