20 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნება

Sfumato-1_Page_3ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო ლაბორტორია  ”CYLAND”-ისა  და არტ-ცენტრ  “ПУШКИНСКАЯ-10”-ს  ორგანიზებით 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით თანამედროვე ხელოვნების გამოფენა  ”სფუმატო” გაიმართება.

მედია არტ ლაბორატორია ”CYLAND” არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც  მთელი მსოფლიოდან მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები გააერთიანა.

”CYLAND” „სფუმატო“-ს გამოფენაზე ინსტალაციებს წარადგენს, ხოლო არტ-ცენტრი ”პუშკინსკაის-10” ექსპოზიციაში ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში  ექსპერიმენტებს ატარებენ.

გამოფენა 20 სექტემბერს 18:00 საათზე გაიხსნება.

მისამართი: თბილისი, დიმიტრი უზნაძის 68.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, ბაგრატის ტაძართან მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიახაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ