20 ნოემბერს კინოთეატრ “ამირანში” ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

20 ნოემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის – Forged by Fear ჩვენება გაიმართება.

ფილმის რეჟისორია დენის ვარაბიოვი.

დოკუმენტური ფილმი გვიჩვენებს ომს უკრაინელი ბავშვების თვალებით ხარკოვში, იზიუმში, ბახმუტში, სევეროდონეცკში, კოსტიანტინივკაში, ბუჩაში, კიევში, ლიმანში, ირპინში, ლისიჩანსკში და მიმოიხილავს იმ პატარა გმირების ისტორიას, რომლებმაც გამოიარეს ოკუპაცია, დაბომბვა, ტანჯვა და სამუდამოდ დაკარგეს ბავშვობა.

Forged by Fear კიდევ ერთხელ აყენებს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხს და ამ თემას რუსეთთან ომის რეალობაში განიხილავს.

დრამატულ მოვლენებთან ერთად ფილმში ნაჩვენებია ახალგაზრდა, უდანაშაულო უკრაინელების უსაზღვრო რწმენა მათი შეიარაღებული ძალების და საბოლოო გამარჯვების მიმართ.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორია უკრაინის საელჩო საქართველში და ახალი ამბების სააგენტო Front News Ukraine.

banner
წინა სტატიაშიჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები…მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ – ხოშტარია
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქციაზე დაკავებული 11 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს