7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

20 მილიონი გირვანქა სტერლინგი უკრაინას ბრიტანეთისგან

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებითი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის (26.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.

„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით“, -აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისიღნაღში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფით დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა