20 კარავი კიევის ცენტრში

კიევში, რადას წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გრუშევსკისა და სადავოის ქუჩების გადაკვეთაზე კარვები გაშალეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 20-მდე კარავია გაშლილი, რომელთაგან ერთი არის დიდი ზომის სამხედრო კარავი. იქ სავარაუდოდ აქციის შტაბი განთავსდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომიტინგეებს სათადარიგო კარვებიც აქვთ. მომიტინგეებმა აქციის სიახლოვეს საველე სამზარეულოც მიიტანეს. აქცია სააკაშვილის ხელმძღვანელობით კიევში დღეს დილით დაიწყო. აქციის ორგანიზატორები სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო სისტემის ცვლილებას და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორმა, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდნტ პოროშენკოს გადადგომისკენაც მოწუოდა. თავად პოროშენკომ აქციის მონაწილეთა მოთხოვნათაგან ერთ ერთი – სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმების ინიციატივა რადაში უკვე დაარეგისტრირა. მმართველი კოალიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რადამ ხუთშაბათის დღის წესრიგში საკითხი უკვე შეიტანა. ოპოზიცია ითხოვს , რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არა 2020 არამედ 2018 წლიდან გაუქმედეს.

დღესვე აქციაზე, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა, რა დროსაც დაშავდა ერთი პოლიციელი და აქციის მონაწილე.

მიხეილ სააკაშვილის და მისი მომხრეების საბოლოო გეგემები ჯერჯერობით უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშიინაშვილმა პრემიერის გადადგომა ივანიშვილის სახლთან მოითხოვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს მოუწოდებს, გამარჯვების გარეშე არ დაიშალონ