20 ივნისს გახდა ნათელი, საით მიდიოდა “ოცნება” – ცუცქირიძე

“ამ დღეს გახდა ნათელი, თუ საით მიდიოდა “ქართული ოცნება” და ეს დღე იყო ასევე ერთგვარი დაბადებაც ახალი პროდემოკრატიული საპროტესტო თაობისა” – ამის შესახებ განცხადება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ გააკეთა.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ აუცილებელია საზოგადოებამ კარგად გაიგოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რადგან მათი თქმით, სწორედ არჩევნებზე წყდება საქართველო ბედი.

ამ დღეს გახდა ნათელი, თუ საით მიდიოდა “ქართული ოცნება” და ეს დღე იყო ასევე ერთგვარი დაბადებაც ახალი პროდემოკრატიული საპროტესტო თაობისა და მოძრაობისა საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ არ დავივიწყოთ რა ხდებოდა და ვიცოდეთ, რომ თუ ჩვენ არ გავაგრძელეთ ბრძოლა, თუ დემოკრატიამ არ გაიმარჯვა ამ არჩევნებზე, ჩვენ ოფიციალურად დაგვიჯდება გავრილოვი პარლამენტში. ახლა სხვა სახელი და გვარით სხედან და მერე პირდაპირ დაგვისხდებიან, საკუთარი რუსული პასპორტებით ამ პარლამენტში. ეს არ არის მითი, მოგონება, საარჩევნო მეთოდი, ეს არის სინამდვილე, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიბრძოლოთ საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა – 2019 წლის 19 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – ჯაფარიძე და ხაზარაძე ანაკლიის პროექტისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უფლებას აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ