20 ივნისის სისხლიანი დარბევა – საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებიც 20 ივნისს დარბევის ღამეს დააკავეს. გარდა ამისა, საპატრიარქოში თანაგრძნობას უცხადებენ ყველა დაშავებულს.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც გულწრფელ ემოციებს აყოლილნი ჩაერთნენ პროცესებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგული მტკივა თქვენთან რომ არ ვარ! 3 დღეში მეც შემოგიერთდებით! ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის! – ანიტა რაჭველიშვილი
შემდეგი სტატია„ეს იყო მნიშვნელოვანი შოკი“ – თურნავა ტურიზმის სექტორში გაჩენილ პრობლემაზე საუბრობს